Saturday, July 21, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

                                                   რეფლექსია
  დავასრულე ფასილიტაციის რესურსი, ნამუშევარი მოვამზადე წარსადგემად. შემდეგ გადავხედე ჩემ პორტფოლიოს და დავასრულე.ჩემი პორტფოლიო ავტვირთე დრაივზე გავაზიარე ბლოგზე.
ყურადღებით დავათვალიერე და გავეცანი ჩემი კოლეგების პორტფოლიოებს. მივეცი უკუკავშირი.
   შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი.
  საერთო ჯამში, ეს ტრენინგი დიდ დახმარებას გამიწევს პრაქტიკაში დავნერგო მიღებული ცოდნა. მადლობა ჩემს კოლეგებს თანამშრომლობისთვის და ტრენერს საინტერესო ტრენინგის ჩატარებისთვის.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ, დაათვალიერეთ და შემიფასეთ ჩემი ნამუშევარი

Thursday, July 19, 2018

მერვე დღის რეფლექსია

                                                რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით წინა ტრენინგის მასალების.
გავეცანით თემებს:
1. ისტ-ის სტანდარტი ესგ-დან,
2.რესურსები/ფასილიტაცია/ფასილიტაციის მასალები(ფასილიტაციის მასლების შექმნა) მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი.
3.ფასილიტაციის რესურსის შექმნა
4.სასწავლო პროცედურების დასრულება
5.პროექტის დასაწყისისათვის  გუგლ ფორმში გამოკითხვა
6.იდეების გენერირებისთვის padlet.com-ის გამოყენება
ვისწავლე ცარიელი დაფის შექმნა იდეების გენერირებისთვის.ინტერნეტში ავიღეთ ენბედ კოდი და ჩავაშენეთ ბლოგზე.
გავეცანი ფასილიტაციას ტექნოლოგიებით.ასევე აქტივობებს მოსწავლეთა დასაჯგუფებლად. შევქმენი ფასილიტაციის რესურსი სლაიდებით.

Tuesday, July 17, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

                                                               რეფლექსია
დღე დაიწყო წინა ტრენინგის მასალების გახსენებით.
მოვისმინეთ მინი ლექცია "სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი".განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები. შევავსე თვითშეფასების კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე.
განვიხილეთ შეფასების სქემები და რუბრიკები და ჩემი პროექტისთვის შევქმენი რუბრიკა კრიტიკული აზროვნებისთვის, პრეზენტაციისთვის, პრობლემის გადაჭრისთვის.
სსსმ მოსწავლისთვის შევქმენი რესურსი, პოვერპოინტში, სადაც გავითვალისწინე მოსწავლის შესაძლებლობები და უნარები.
საინტერესო ტრენინგი იყო.

Friday, July 13, 2018

მე-6 დღის რეფლექსია

                                                                  რეფლექსია
       გავიხსენეთ  წინა ტრენინგზე განხილული საკითხები.
      გავეცანი ჩემი კოლეგების პრეზენტაციებს და მივეცი უკუკავშირი.
გავაგრძელე გეგმის შაბლონის შევსება. კერძოდ, ჩავწერე მოსწავლის წინარე ცოდნა და დავიწყე სასწავლო პროცედურების შევსება, თუმცა ბოლომდე ვერ შევავსე.
შემდეგ დავიწყე მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის გაკეთება, კერძოდ, გავაკეთე პრეზენტაცია  პოვერ პოინტში "სამყარო სიგარეტის გარეშე", სადაც გამოვიყენე საძიებო სისტემა გუგლში მოძიებული სურათები და ინფორმაცია.  ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.
      დღევანდელი დღე საკმაოდ შრომატევადი და მნიშვნელოვანი იყო. ტრენერის და კოლეგების დახმარებით გავართვი თავი ამ რთულ დღეს.

Wednesday, July 11, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

                                                  რეფლექსია
    ტრენინგი დაიწყო ჩვეულებრივ წინა ტრენინგის საკითხების გახსენებით.
შემდეგ განვიხილეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის ეტაპები. საძიებო სისტემით გუგლით მოვიძიეთ პრეზენტაციისთვის შაბლონები. მე ვისარგებლე ტრენერის მიერ მოძიებული შაბლონით, რომელიც ძალიან მომეწონა.  პრეზენტაცია ავტვირთე გუგლდრაივზე, გავასაჯაროეთ. ავიღე ებბედ კოდი, ჩავაშენე პრეზენტაცია ბლოგზე. დავასრულე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, რაშიც დიდი დახმეხმარა გამიწია ტრენერმა.
 დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული და ვფიქრობ ბევრისმომცემი იყო.

ჩემი პროექტის წარდგენის პრეზენტაცია


Monday, July 9, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

                                                    რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგის მასალის გამეორებით.
ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შევიტანე პროექტის შაბლონის გეგმაში და განვათავსე ჩემს ბლოგზე. ჩემი ჯგუფის მონაწილეების კითხვებსაც გავეცანი და მივეცი უკუკავშირი.
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. ასევე პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასების ფორმებს, რომელიც უნდა მოიცავდეს შეფასების მრავალფეროვან მეთოდებს.
ვისაუბრეთ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებების გამიყენებაზე პროექტის მსვლელობისას. გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.
დღევანდელი ტრენინგი დამეხმარება შემდგომში პროექტის დაგეგმვა განხორციელებაში.

Sunday, July 8, 2018

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ჩემი პროექტისთვის

ზოგადი კითხვა
რამ შეიძლება მიაყენოს ზიანი ადამიანს?

თემატური კითხვები
რა შეიძლება გამოიწვიოს სიგარეტის მოწევამ?
სიგარეტი მართლაც ასე მავნებელია?

შინაარსობრივი კითხვები
რომელი ნივთიერებები შედის სიგარეტში? 
ტოქსიკურია თუ არა ეს ნივთიერებები?
მხოლოდ მწეველს აზნევს სიგარეტი თუ გარშემომყოფებსაც?

Friday, July 6, 2018

მესამე დღის რეფლექსია

                                                 რეფლექსია
   ტრენინგი დაიწყო წინა ტრენინგის საკითხების გამეორებით. შემდეგ გავეცანი ჩემი კოლეგის რეფლექსიას და მივეცი უკუკავშირი. გავეცანი მეორე მოდულის შინაარსს: სასწავლო პროექტის დაგეგმვა, რომელიც მოიცავდა:
სტანდარტების განსაზღვრას სასწავლო პროექტებისათვის, მიზნების შემუშავებას სასწავლო პროექტისთვის(21 -ე საუკუნის უნარები), მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მიმართულება, განახლებული ბლუმის ტაქსონომია.
 ncp.ge-დან დავადგინე ჩემი პროექტისთვის სტანდარტი, შევიმუშავე სასწავლო მიზნები. გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომლებიც გამოიყენება მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისთვის.ეს კითხვები სამი ტიპისაა:ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.
     დღევანდელი ტრენინგი საინტერესო და შინაარსიანი იყო.

Wednesday, July 4, 2018

მეორე დღის რეფლექსია

                                                                რეფლექსია
გავიხსენეთ წინა ტრენინგზე განხილული საკითხები. ჩემი ელექტრონული ფოსტიდან ტრენერს გავუგზავნე ბლოგის მისამართი. ვისაუბრეთ ტრდიციულ გაკვეთილზე და შევადარეთ პროექტებით სწავლებას. პროექტით სწავლების უპირატესობა ისაა, რომ სწავლება ერთობლივად ხდება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. მოსწავლე აქტიურადაა ჩართული,
   ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება. მოვამზადეთ ჩარჩო, მოვიძიეთ თემის შესაბამისი სურათები, შევუცვალეთ ჩარჩოს ფერი, ფორმა, ჩრდილი.
  მიღებულ ცოდნას გამოვიენებ სკოლაში პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების დროს.

Monday, July 2, 2018

პირველი დღის რეფლექსია


  ტრენინგი დაიწყო საორგანიზაციო საკითხების განხილვით. გავეცანით ტრენერს, შემდეგ გადავედით პირველი მოდულის ძირითადი საკითხების  განხილვაზე.
   გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს-ვიუვრი.
   გავეცანით პროექტების გეგმის შაბლონს, 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომელიც მოვათავსეთ კურსის რესურსების საქაღალდეში. ტრენერმა დაგვირიგა პორტფოლიოს ჩეგნისტები, რომელსაც მოვნიშნავთ ტრენინგის პერიოდში. შევქმენი პორტფოლიო ტრენინგისთვის. ასევე შევქმენი ჩემი ბლოგი.
პროექტები შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექსტს. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

მეცხრე დღის რეფლექსია

                                                   რეფლექსია   დავასრულე ფასილიტაციის რესურსი, ნამუშევარი მოვამზადე წარსადგემად. შემდეგ გა...