Saturday, July 21, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

                                                   რეფლექსია
  დავასრულე ფასილიტაციის რესურსი, ნამუშევარი მოვამზადე წარსადგემად. შემდეგ გადავხედე ჩემ პორტფოლიოს და დავასრულე.ჩემი პორტფოლიო ავტვირთე დრაივზე გავაზიარე ბლოგზე.
ყურადღებით დავათვალიერე და გავეცანი ჩემი კოლეგების პორტფოლიოებს. მივეცი უკუკავშირი.
   შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი.
  საერთო ჯამში, ეს ტრენინგი დიდ დახმარებას გამიწევს პრაქტიკაში დავნერგო მიღებული ცოდნა. მადლობა ჩემს კოლეგებს თანამშრომლობისთვის და ტრენერს საინტერესო ტრენინგის ჩატარებისთვის.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ, დაათვალიერეთ და შემიფასეთ ჩემი ნამუშევარი

Thursday, July 19, 2018

მერვე დღის რეფლექსია

                                                რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით წინა ტრენინგის მასალების.
გავეცანით თემებს:
1. ისტ-ის სტანდარტი ესგ-დან,
2.რესურსები/ფასილიტაცია/ფასილიტაციის მასალები(ფასილიტაციის მასლების შექმნა) მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი.
3.ფასილიტაციის რესურსის შექმნა
4.სასწავლო პროცედურების დასრულება
5.პროექტის დასაწყისისათვის  გუგლ ფორმში გამოკითხვა
6.იდეების გენერირებისთვის padlet.com-ის გამოყენება
ვისწავლე ცარიელი დაფის შექმნა იდეების გენერირებისთვის.ინტერნეტში ავიღეთ ენბედ კოდი და ჩავაშენეთ ბლოგზე.
გავეცანი ფასილიტაციას ტექნოლოგიებით.ასევე აქტივობებს მოსწავლეთა დასაჯგუფებლად. შევქმენი ფასილიტაციის რესურსი სლაიდებით.

Tuesday, July 17, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

                                                               რეფლექსია
დღე დაიწყო წინა ტრენინგის მასალების გახსენებით.
მოვისმინეთ მინი ლექცია "სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი".განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები. შევავსე თვითშეფასების კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე.
განვიხილეთ შეფასების სქემები და რუბრიკები და ჩემი პროექტისთვის შევქმენი რუბრიკა კრიტიკული აზროვნებისთვის, პრეზენტაციისთვის, პრობლემის გადაჭრისთვის.
სსსმ მოსწავლისთვის შევქმენი რესურსი, პოვერპოინტში, სადაც გავითვალისწინე მოსწავლის შესაძლებლობები და უნარები.
საინტერესო ტრენინგი იყო.

Friday, July 13, 2018

მე-6 დღის რეფლექსია

                                                                  რეფლექსია
       გავიხსენეთ  წინა ტრენინგზე განხილული საკითხები.
      გავეცანი ჩემი კოლეგების პრეზენტაციებს და მივეცი უკუკავშირი.
გავაგრძელე გეგმის შაბლონის შევსება. კერძოდ, ჩავწერე მოსწავლის წინარე ცოდნა და დავიწყე სასწავლო პროცედურების შევსება, თუმცა ბოლომდე ვერ შევავსე.
შემდეგ დავიწყე მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის გაკეთება, კერძოდ, გავაკეთე პრეზენტაცია  პოვერ პოინტში "სამყარო სიგარეტის გარეშე", სადაც გამოვიყენე საძიებო სისტემა გუგლში მოძიებული სურათები და ინფორმაცია.  ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.
      დღევანდელი დღე საკმაოდ შრომატევადი და მნიშვნელოვანი იყო. ტრენერის და კოლეგების დახმარებით გავართვი თავი ამ რთულ დღეს.

მეცხრე დღის რეფლექსია

                                                   რეფლექსია   დავასრულე ფასილიტაციის რესურსი, ნამუშევარი მოვამზადე წარსადგემად. შემდეგ გა...